„ლოკომოტივის“ მეკარეებს აბუსერიძე გაწვრთნის
„ლოკომოტივის“ მეკარეებს აბუსერიძე გაწვრთნის

თბილისის „ლოკომოტივის“ პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტი მამუკა აბუსერიძე გახდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

საფეხბურთო პროფესიონალური კარიერის შემდეგ, როგორც მეკარეების მწვრთნელი, მამუკა აბუსერიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებსა და საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“.

თუმცა, „სამტერდიას“ შემდეგ ცნობილი სპეციალისტი უმუშევარი იყო. შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ ახალი მწვრთნელი საკმაოდ პერსპექტიული მეკარე გახლდათ და გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას იცავდა.