„ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი - „რუბინმა“ კვარაცხელიას ჩვენზე მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები შესათავაზა
„ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი - „რუბინმა“ კვარაცხელიას ჩვენზე მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები შესათავაზა
ყაზანის „რუბინის“ სამი ქართველი ახალგაზრდის მიმართ დაინტერესება ცნობილია. მაგრამ ჯერ რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი გადავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას და ბექა მიქელთაძის ტარნსფერები კი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
 
თუმცა, „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ხვიჩა კვარაცხელია უკვე დაიმატა. გარდა ამისა, გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდი ამტკიცებს, რომ 21 წლის ბექა მიქელთაძის (რომელიც ბოლოს კვიპროსში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა) ტრანსფერის საკითხიც საბოლოოდ გადაწყვეილია.
ქართველების თემაზე სააგენტო ტასთან ინტერვიუში მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ აღიარა, რომ კვარაცხელიას შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
„მენეჯერმა კვარაცხელიას ისეთი კლუბი მოუძებნა, რომელმაც მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები შესათავაზა, ვიდრე – ჩვენ. „ლოკომოტივმა“ ჩათვალა, რომ ასეთი პირობების შეთავაზება ჩვენ არ შეგვეძლო“ – ამბობს ვასილ კიკნაძე.