„ლოკომოტივის“ ექსპრეზიდენტი - კვირკველიას გაშვება შეეძლო მას, ვისაც გუნდის მტრობა სურდა
„ლოკომოტივის“ ექსპრეზიდენტი - კვირკველიას გაშვება შეეძლო მას, ვისაც გუნდის მტრობა სურდა

მოსკოვის „ლომოკომოტივიდან“ საბა კვირკველიას გაშვება გუნდის მტრებს თუ შეეძლოთ, – ამის შესახებ მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექსპრეზიდენტმა, ნიკოლაი ნაუმოვმა RB-Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

ნაუმოვს ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგიდან“ წაგების (1:3) შემდეგ ჩამაორთვეს და მან გუნდის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა, განსაკუთრებით, მწვრთნელად მარკო ნიკოლიჩის დანიშვნის და ტრანსფერების გამო.

„ასეთი მატჩები ავლენს კლუბის ყველა ნაკლოვანებას და ყველაფერი ისეა, როგორც ფოტოსურათზე – იქ ყველაფერი ჩანს: სატრანსფერო მუშაობაში ჩავარდნები, ფანებთან კონფლიქტები და ეს ყველაფერი შედეგზე მოქმედებს. გადახედეთ ტრანსფერებს. მხოლოდ მათ, ვისაც „ლოკომოტივისთვის“ მტრობა სურდა, შეეძლო რაიკოვიჩი მოეყვანა და კვირკველია გაუშვას. ეს არის დედამიწა და ცა! მურილოც სიომინის თანხმობის გარეშე მოიყვანეს. მან ბრაზილიელს შანსი მისცა, მაგრამ შემდეგ თქვა – ეს არაა ჩვენი დონის მოთამაშე. ხელმძღვანელობის მთავარი შეცდომა მწვრთნელად ნიკოლიჩის დანიშვნაა. მისნაირად ფიზკულტურის ნებისმიერი მწვრთნელი იმუშავებდა“, – ამბობს ნიკოლაი ნაუმოვი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 2019 წლის მაისში ჯერ მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გაუშვა, ხოლო ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორში“ საბა კვირკველიას იჯარას დათანხმდა.