„ლოკომოტივის“ ექსდირექტორმა დასცინა მენეჯერს, რომელმაც კვირკველიასადმი „ლესტერის“ ინტერესი უარყო
„ლოკომოტივის“ ექსდირექტორმა დასცინა მენეჯერს, რომელმაც კვირკველიასადმი „ლესტერის“ ინტერესი უარყო
„სპორტს24-ის ჟურნალისტის, ტიგრან არუტუნიანის მიერ ქართველ მცველზე, საბა კვირკველიაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ლოკომოტივის“ ყოფილმა დირექტორმა ილია გერკუსმა ტვიტერზე ირონიული კომენტარით უპასუხა.
 
ცოტა ხნის წინ, რუსმა ფუნქციონერმა მოსკოვური გუნდის მცველის, კვირკველიას „ლესტერში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „ლოკომოტივმა“ ქართველი ფეხბურთელის თაობაზე უარყო ინგლისელთა წინადადება, რომლებიც 15 მილიონ ფუნტს (17 მილიონ ევროზე მეტს) სთავაზობდნენ.
„სპორტს24-ის ჟურნალისტის ცნობით, მასთან ინტერვიუში საფეხბურთო მენეჯერმა ოლეგ ჩელემეიმ გერკუსის სიტყვები უარყო – მისი თქმით, ინგლისის პრემიერლიგის „ლესტერი“ კვირკველიას კანდიდატურას არც განიხილავდა.
„ლესტერის“ ახლადგამომცხვარი სკაუტი ჩელემეი შემთხვევით რაკიცკის ყოფილი აგენტი შელემეი ხომ არ არის?” – ეს მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი პოსტი გერკუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
სინამდვილში აღმოჩნდა, რომ მენეჯერი არის არა ჩელემეი, არამედ, შელემეი – ამით ილია გერკუსმა მიანიშნა: ან ინტერვიუა მოგონილი ან ჟურნალისტმა არ იცის, ვის ელაპარაკა. გარდა ამისა, რესპოდენტის არასოლიდურობას და მის მოგონილ სტატუსს გაუსვა ხაზი.
გერკუსი „ლოკომოტივში“ 2016 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ზამთარამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კლუბი რუსეთის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის თასი მოიგო.
ოლეგ შელემეი ცნობილი უკრაინელი მცველის, იაროსლავ რაკიცკის ყოფილი მენეჯერია, რომელიც კურიოზული ფრაზებით იყო ცნობილი. მას ეკუთვნის კომენტარი – „ჩემი კლინეტით ტოპ-კლუბები ნამდვილად ინტერესდებიან: „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მონაკო“ და „პარი სენ-ჟერმენი“, მაგრამ რაკიცკის დონეცკის „შახტარში“ დარჩენა სურს“. ამ ყველაფრის შემდეგ, რაკიცკი მხოლოდ პეტრებურგის „ზენტიში“ გადავიდა, რაც ხუმრობის საგანი გახდა.