„ლოკომოტივის“ 16 წლის მეკარის უნიკალური სტატისტიკა - საბა ასანიძემ სადებიუტო შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია #1TVSPORT
ბოლნისის „სიონისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრა სტუმრებმა 5:3 მოიგეს, რაშიც დიდი წვლილი „ლოკომოტივის“ მეკარეს, საბა ასანიძეს მიუძღვის.
16 წლის ასანიძე, რომელიც „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩში გამოვიდა და ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ დარტყმა ბოლნისელთა გამოცდილ ნახევარმცველს, დათა სიჭინავას აუღო. ფეხბურთელს, რომელიც პენალტებისა და ჯარიმების გამორჩეული შემსრულებელია. მართალია, პირველ შემთხვევაში დამატებაზე სიჭინავამ მაინც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მეორედ ვერაფერი გააწყო.