„ლოკომოტივი“ წლის პირველ მატჩს გამართავს
„ლოკომოტივი“ წლის პირველ მატჩს გამართავს

თბილისის „ლოკომოტივი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. პირველ ეტაპზე მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოთამაშეთა ფიზიკური დატვირთვები ნელ-ნელა გაზარდა და ვარჯიშებსაც ახალი კომპონენტები დაამატა.

„ლოკომოტივი“ დაკომპლექტებასაც აგრძელებს. ამავე დროს, გუნდს ჰოლანდიიდან დაბრუნებული ულად ომარ იმრანიც შეუერთდა, რომელიც გასულ სეზონში თბილისელთა ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

დღეს კი „ლოკომოტივი“ 2021 წლის პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. 17 იანვარს, 14:00 საათზე, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულ საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ს უმასპინძლებს.

გუნდი თბილისში 31 იანვრის ჩათვლით მოემზადება და კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს – 24 იანვარს „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო 31 იანვარს – ბათუმის „დინამოს“.

 

ფოტო: FC Locomotive Tbilisi

დატოვე კომენტარი