„ლოკომოტივი“ - სრული შემადგენლობით დავესწრებით საქართველო-ლატვიის მატჩს და გავამხნევებთ როგორც ნაკრებს, ისე გურამ კაშიას
„ლოკომოტივი“ - სრული შემადგენლობით დავესწრებით საქართველო-ლატვიის მატჩს და გავამხნევებთ როგორც ნაკრებს, ისე გურამ კაშიას

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი, – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კლუბში აცხადებენ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით დაესწრონ საქართველო-ლატვიის მატჩს და გაამხნევონ როგორც ნაკრები, ისე პირადად გურამ კაშია.

„თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქიდან, რომ ლოკომოტივი  არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად, წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში #equalgame #gogeorgia #მხარდაჭერაგურამკაშიას“, – წერია ლოკომოტივის განცხადებაში.