„ლოკომოტივი“ პირველია - თბილისურმა გუნდმა ვარჯიში განაახლა
„ლოკომოტივი“ პირველია - თბილისურმა გუნდმა ვარჯიში განაახლა

ეროვნული ლიგის გუნდებიდან ვარჯიში პირველად თბილისის „ლოკომოტივმა“ განაახლა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბები და ფეხბურთის ფედერაცია ნებართავს საქართველოს მთავრობისგან ელიან, საფეხბურთო აქტოვობები რომ განაახლონ.თბილისის „ლოკომოტივმა“ კი ფეხბურთელებს ბაზა გაუხსნა და ორთვიანი პაუზის შემდეგ, ვარჯიშის საშუალება მისცა.

საწვრთნელ პროცესს „ლოკომოტივის“ იტალიელი ფიზმომზადების მწვრთნელის, რიკარდო დე ვივოს ხელმძღვანელობით, მოთამაშეები ფიზიკური კონდიციების აღდგენას ცდილობენ – ფეხბურთელებმა სოციალური დისტანციის დაცვით, ორ-სამ კაციან ჯგუფებად ივარჯიშეს..

11 მარტს, კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მისი ეგიდით მიმდინარე ყველა გათამაშება შეაჩერა. ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით გათამაშებას „ლოკომოტივი“ ლიდერობს.