„ლოკომოტივი“ ოთხმა მოთამაშემ დატოვა
„ლოკომოტივი“ ოთხმა მოთამაშემ დატოვა

სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის „ლოკომოტივში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო და გუნდი ოთხ ფეხბურთელს შეელია. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ჯერ მხოლოდ სამი მოთამაშის წასვლა დაადასტურა.

ლაპარაკია მარჯვენა მცველ ცოტნე კაპანაძეზე, ასევე ორ ფლანგის შემტევზე – დათო კირკიტაძესა და სანდრო კობახიძეზე.

2019/2020 წლების სეზონებში, დათო კირკიტაძემ გუნდის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 7 მატჩია ცოტნე კაპანაძის ანგარიშზე. ალექსანდრე კობახიძემ კი, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„კლუბის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით დათოს, ცოტნეს და სანდროს ჩვენთან გატარებული დროისთვის, ყველა მატჩისთვის. მადლობა, რომ ჩვენი ოჯახის წევრები იყავით. გისურვებთ წარმატებებს!“, – წერია თბილისის „ლოკომოტივის“ განცხადებაში.

თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც მიმდინარე სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ასევე გუნდის კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ დატოვა. 25 წლის მცველი თბილისური გუნდის აღზრდილი გახლდათ.