„ლოკომოტივი“ ნიდერლანდელ მწვრთნელსაც შეელია #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ნიდერლანდელ მწვრთნელსაც შეელია #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ კიდევ ერთ მწვრთნელს დაემშვიდობა – გუნდის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ კლუბის და ნიდერლანდელი სპეციალისტის, ჯონ ვან ლუნის გზები გაიყო.

„ჯონ ვან ლუნმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. დიდი მადლობა, ჯონ“, – წერია „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თბილისის „ლოკომოტივში“ სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების იმედად მოიწვიეს, მაგრამ ეს ჯონ ვან ლუნიმ ვერ მოახერხა. „ლოკომოტივმა“ ბოლო ტურში საგურამოში ბოლნისის „სიონთანაც“ ვერ მოიგო და გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური კანდიდატია. სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე 6 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა და მე-9 ადგილზე მყოფ „გაგრას“ (25) 16 ქულით ჩამორჩება. გუნდის ეროვნულ ლიგაში დარჩენაც ფანტასტიკის სფეროდანაა.

მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ მწვრთნელი მესამედ შეიცვალა. ჩემპიონატი ლაშა ჭაღიაშვილმა დაიწყო, რამდენიმე ტური გუნდს ლექსო ინწკირველი ავარჯიშებდა, შემდეგ კი ჯონ ვან ლუნი დაინიშნა. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უცნობია.