„ლოკომოტივი“ ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ექს-თავდამსხმელმა ჩაიბარა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ექს-თავდამსხმელმა ჩაიბარა #1TVSPORT

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ორიოდე დღის წინ დატოვა ალექსანდრე ინწკირველმა. მის ნაცვლად გუნდი ცნობილმა ნიდერლანდელმა მოთამაშემ და საკმაოდ გამოცდილმა სპეციალისტმა ჯონ ვან ლოენმა ჩაიბარა.

ჯონ ვან ლოენი 57 წლისაა. თამაშობდა „უტრეხტში“, „როდაში“, „ანდერლეხტში“, „აიაქსში“, „ფეიენოორდში“, „სანფრეჩ ჰიროსიმაში“, „უტრეხტში“, „აპოელში“.

1985-1990 წლებში იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ითამაშა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იყო 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

ჯონ ვან ლოენმა სამწვრთნელო კარიერა უტრეხტი U21-შ დაიწყო, მერე იყო მთავარი გუნდის მწვრთნელის ასისტენტი, ასევე მუშაობდა „როდაში“, როტერდამის „სპარტაში“, „ყარაბაღში“, ბოლოს კი „ეისელშტეინს“ ავარჯიშებდა.