„ლოკომოტივი“ ლიდერებს წამოეწია - თბილისელებს გოლები არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ლიდერებს წამოეწია - თბილისელებს გოლები არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „დინამო-არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა. „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ტაიმში, „ლოკომოტივს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს – მეოთხე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს, ხოლო მეათე წუთზე – თორნიკე კირკიტაძეს და ორივეჯერ თამაშგარე დაუფიქსირეს. არადა, ორივე შემთხვევაში გოლი ჩასათვლელი იყო.

ანგარიში 59-ე წუთზე, ბექა დარცმელიას პასით „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, ულად-ომარ იმრანმა გახსნა. გავიდა ხუთი წუთი და გიორგი რეხვიაშვილის ავტოგოლით „ლოკომოტივმა“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბოლო წამზე დავით მუჯირმა სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ლოკომოტივმა“ 7 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერებს, გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „შუქურა“ კი 4 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

„ლოკომოტივი“ – „შუქურა“ (2:1)

გოლები: 1:0 ულად-ომარ იმრანი (59. დარცმელიას პასით), 2:0 რეხვიაშვილი (64. ავტოგოლი), 2:1 მუჯირი (90+3)

„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – კაშია, გურეშიძე, სანდოხაძე, უბილავა (86. მჭედლიშვილი) – შონია, დარცმელია – თ. კირკიტაძე (81. მუკბანიანი), ულად-ომარ იმრანი (81. იაკობიძე), კახაბრიშვილი (46. სამურკასოვი) – სიხარულიძე (73. გავაშელიშვილი)

მთავარი მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი

„შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე (81. გ. გაფრინდაშვილი) – ხმალაძე (67. ჩელებაძე), კაკაშვილი (81. ექვთიმიშვილი) – ჟუნინიო კაბრალი (67. ინგოროყვა), ჯეფერსონ ჯერალდო, სარდალიშვილი (73. მუჯირი) – მუსელიანი

მთავარი მწვრთნელი: გ. შაშიაშვილი

მთავარი არბიტრი: ი. ხერხაძე

გაფრთხილებები: მამარდაშვილი (19), ხმალაძე (30′), კომახიძე (43), შონია (54), რეხვიაშვილი (61), დარცმელია (89)