„ლოკომოტივი“ იმრანმა დატოვა და „როტორში“ ემზადება #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ იმრანმა დატოვა და „როტორში“ ემზადება #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ ულად ომარ იმრანმა დატოვა. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელ ფეხბურთელი გუნდისა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი საქართველოში დარჩენა ვერ მოხერხდა და 24 წლის შემტევი ნახევარმცველი სათამაშოდ რუსეთში წავიდა.

ულად ომარ იმრანი რუსეთის პირველი ლიგის ვოლგოგრადის „როტორმა“ მიიწვია და გუნდთან ერთად ზამთრის საწვრთნელ შეკრებაზე ანთალიაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. რუსეთის პირველი ლიგის გუნდი ტესტ-მატჩში ბულგარეთის მეორე ლიგელხაბარს“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ვოლგოგრადელთა ცნობით, „ლოკომოტივის“ ყოფილი ლეგიონერი გუნდში სინჯებზე იმყოფება. იმრან ულად ომარმა საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტი მოიპოვა.

იმრანს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულება გაწყდა. „როტორს“ ფეხბურთელთან ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.