„ლოკომოტივი“ ევროსაგზურს უახლოვდება - ეროვნული ლიგა საქართველოს პირველ არხზე
„ლოკომოტივი“ ევროსაგზურს უახლოვდება - ეროვნული ლიგა საქართველოს პირველ არხზე
თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგიდან გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ გასვლაზე 0:2 სძლია და ოთხეულში ადგილი განიმტკიცა.
33-ე ტურის შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა და სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა: „ლოკომოტივიდან“ ორივე გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და ორივე კირკიტაძის გადაცემით: 57-ე წუთზე საგოლე გადაცემა თორნიკე კირკიტაძემ შეასრულა, ხოლო 77-ეზე მისმა მოგვარემ, დათო კირკიტაძემ.
„ლოკომოტივმა“ 49 ქულა დააგროვა. ლევან კორღალიძის გუნდს დარჩენილ მატჩებში 2 ქულა სჭირდება და მეოთხე ადგილს გაინაღდებს. ამას გარდა, „ლოკომოტივი“ საქართველოს თასის ფინალშია და დარჩენილ სამ ტურში სასწაული არ მოხდა, თბილისელები ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებენ.
ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა კვირას, 3 ნოემბერს გაიმართება. გორიდან „დილასა“ და „საბურთალოს“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
დილა – საბურთალო
16:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი (1 არხი)
დინამო თბ– ტორპედო
19:00. დინამო არენა – თბილისი