„ლოკომოტივი“ ესპანურ ტურნირზე - იქ, სადაც მესის და ნეიმარს უთამაშიათ
„ლოკომოტივი“ ესპანურ ტურნირზე - იქ, სადაც მესის და ნეიმარს უთამაშიათ

„ლოკომოტივის” 19-წლამდე გუნდი ხვალ ესპანეთში გაემგზავრება. 2019 წლის ხმელთაშუა ზღვის თასზე, MIC 2019-ზე იასპარეზებს. ტურნირი ესპანეთში საკურორტო ქალაქ კოსტა ბრავაში 16 აპრილს დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპზე „ლოკომოტივის“ მეტოქეები იქნებიან კატალონიური „ბანიოლესი“ და „ბ1 სოქერ აკადემია“, ასევე ინგლისური „ელიტ უნიონ აკადემია“.

ტურნირი გამორჩეულია იმით, რომ წლების განმავლობაში თანამედროვეობის არაერთ ვარსკვლავ უთამაშია: ლიონელ მესის, ნეიმარს, კოუტინიოს, მარსელოს.