„ლოკომოტივი“ „დილას“ დამარცხებით მეოთხეზე დაწინაურდა
„ლოკომოტივი“ „დილას“ დამარცხებით მეოთხეზე დაწინაურდა

„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის პირველი შეხვედრა გორში გაიმართა. „დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს დავით ჯიქიამ გაიტანა. 90-ე წუთზე, როდესაც ყველა შეგუებული იყო იმ აზრს, რომ გუნდები ქულებს გაიყოფნენ, დავით ჯიქიამ ზუსტად დაარტყა და „ლოკომოტივს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 0:1.

ამ გამარჯვებით „ლოკომოტივმა“ 35 ქულა დააგროვა და პირველად მიმდინარე სეზონში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. მაგრამ ქუთაისის „ტორპედოს“ ორი თამაში რეზერვში აქვს.