ლოკატელიმ შესაძლოა, „იუვენტუსის“ ფორმა მოირგოს
ლოკატელიმ შესაძლოა, „იუვენტუსის“ ფორმა მოირგოს

„სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გუნდის დატოვებას და ტურინში გადასვლას გეგმავს, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინელები დიდი ხანია, რაც ლოკატელის აკვიდებიან და მის ტრანსფერთან დაკავშირებით, „სასუოლოს“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავენ.

იტალიელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებად 22 მილიონი ევრო სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ლოკატელის გუნდში წაყვანა მილანის „ინტერსაც“ სურს.

მიმდინარე სეზონში ლოკატელიმ „სასუოლოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.