ლოინელ მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას იმ მოთამაშეების დასახელება მოსთხოვა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ვალვერდეს გაშვებას
ლოინელ მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას იმ მოთამაშეების დასახელება მოსთხოვა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ვალვერდეს გაშვებას

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი აღშფოთებული დარჩა კლუბის სპორტული დირექტორისა და ყოფილი პარტნიორის, ერიკ აბიდალის ინტერვიუთი, რომელშიც ფრანგმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტო ვალვერდეს გაშვების პროვოცირება მოახდინეს.

„სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელსა და გადაწყვეტილებებზე. ფეხბურთელები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რაც ხდება მინდორზე და ჩვენ, ასევე, პირველები ვაცნობიერებთ, როდის და სად ვიქცევით არასწორად. მათ კი, ვინც პასუხს აგებს კლუბის მართვაზე, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს, როცა ლაპარაკია მოთამაშეებზე, უნდა დაასახელონ კონკრეტული გვარები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მსგავსი საქციელი შეურაცხყოფს ყველას და ხელს უწყობს ტყუილის გავრცელებას“, – დაწერა მესიმ საკუთარ „ინსტაგრამში“.

ეს იყო მესის პასუხი აბიდალის ინტერვიუზე, რომელიც გაზეთ „სპორტში“ დაიბეჭდა სათაურით – „კლასიკოს შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ მზადება ვალვერდეს გადაყენებაზე“. 32 წლის მესიმ ასევე ცალკე გამოარჩია ქვესათაური: „სპორტულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბევრი ფეხბურთელი არ იყო კმაყოფილი ან არც ისე ბევრს მუშაობდა“.

ერნესტო ვალვერდე „ბარსელონადან“ 13 იანვარს დაითხოვეს. მის ნაცვლად კლუბი კიკე სეტიენმა ჩაიბარა.