ლოიდ ოსტინი - გვსურს, ვიხილოთ რუსეთი ისე დასუსტებული, რომ ვერ შეძლოს ისეთი რამის გაკეთება, რაც უკრაინაში ინტერვენციის დროს გააკეთა
ლოიდ ოსტინი - გვსურს, ვიხილოთ რუსეთი ისე დასუსტებული, რომ ვერ შეძლოს ისეთი რამის გაკეთება, რაც უკრაინაში ინტერვენციის დროს გააკეთა

აშშ-ს სურს, იხილოს რუსეთი დასუსტებული ისეთ დონზე, რომ ვერ შეძლოს ისეთი რამის გაკეთება, რაც უკრაინაში ინტერვენციის დროს გააკეთა, – „სიენენისცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთში განაცხადა.

მოგვიანებით თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ოსტინის კომენტარი შეესაბამება აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას – არ დაუშვას, რომ მოსკოვმა უკრაინა შთანთქოს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს განცხადება შეესაბამება ჩვენს შეხედულებას, პრეზიდენტის შეხედულებას და სახელმწიფო მდივან ოსტინის შეხედულებას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პრეზიდენტ პუტინის სწრაფვას, შთანთქოს უკრაინა, დაიპყროს მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ორი თვის წინ, მას ჰქონდა ამის ფარგლებს იქით გასვლის მისწრაფებები“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ პრესბრიფინგზე.