ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ განახორციელა დარტყმები იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ განახორციელა დარტყმები იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში

შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ განახორციელა დარტყმები იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაშია ნათქვამი.

პენტაგონის განცხადებით, იარაღის შესანახ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. როგორც განცხადებაში წერია, დარტყმები განხორციელდა ორი ამერიკული F-15-ის ტიპის გამანადგურებლის მიერ და ეს იყო პასუხი აშშ-ის ძალებზე ბოლო თავდასხმებზე.

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„თუ ირანის მარიონეტული ძალების თავდასხმები აშშ-ის ძალებზე გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, – წერია განცხადებაში.