ლოჩოშვილს კარგი თამაში დაუფასდა - „სალერნიტანამ“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
ლოჩოშვილს კარგი თამაში დაუფასდა - „სალერნიტანამ“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ იტალიის სერია B-ში უშუალო კონკურენტს, „სუდტიროლს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

„სალერნიტანა“ გასავარდნ ზონაშია და მისთვის კონკურენტთან გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველის გუნდმა მიზანს მიაღწია – 49-ე წუთზე ანგარიში გილიონემ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ფერარიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეტოქემ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გოლის ავტორის, ფერარის (9.4 ქულა) შემდეგ მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.8 ქულა.

„სალერნიტანა“ იტალიის სერია B-ში გამართული 33 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-18 ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიგაში დარჩენის შანსებს ინარჩუნებს.