ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ცუდი მოლოდინი არ გამართლდა, ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა არც ისე მძიმე აღმოჩნდა, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ და ის მოედანს სწრაფად დაუბრუნდა. ქართველმა მცველმა „ვოლფსბერგის“ შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ უკვე მესამე შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა.

22 წლის ქართველმა შეუცვლელად ითამაშა ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 27-ე ტურის შეხვედრა კლაგენფურტისაუსტრიასთან“, რომელიც მისმა გუნდმა საშინაო არენაზე 1:2 წააგო. 18 ქულით „ვოლფსბერგი” მე-6 პოზიციაზეა.

ავსტრიული გამოცემა Salzburger Nachrichten-ის ცნობით, „ვოლფსბერგერმა“ ცენტრალურ მცველებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა, მათ შორის, ლოჩოშვილთან.

„ლუკა ლოჩოშვილი და დომინიკ ბაუმგარტნერი მომავალ სეზონში კვლავ „ვოლფსბერგის“ მაისურებს ჩაიცვამენ. ბუნდესლიგის კლუბმა ორივე ცენტრალურ მცველთან ახალი კონტრაქტები გააფორმა. ამრიგად, ორივეს კონტრაქტი 2023 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივდა“, – წერს გამოცემა.

ლუკა ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. ავსტრიულ კლუბში 2020 წელს გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა.