ლოჩოშვილმა თავდამსხმელივით გაისროლა - კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში და „ვოლფსბერგერსევროსაგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ეს ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში მოხდა, ქართველი მცველის გუნდი ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ გრაცში დაუპირისპირდა და უმოტივაციოდ დარჩენილი მასპინძლები 1:4 დაამარცხა.

ლოჩოშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო (65-ე წუთზე შეცვალეს) და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების მცველი „ვოლფსბერგერის“ შეტევისას მეტოქის საჯარიმოში ჩარჩა და ბურთი რომ მიიღო, კარგი თავდამსხმელივით ძლიერი გასროლით ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

ამ მატჩში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე ის ფაქტი, რომ მოედანს დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მატჩის განაცხადში სამკვირიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და მოედანზე 71-ე წუთიდან შევიდა. ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ლოჩოშვილის გუნდი კი მინიმუმ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. თუმცა, ბოლო ტურში სასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, „ვოლფსბერგერსევროპალიგაზე მოხვედრის შანსიც გააჩნია.

დატოვე კომენტარი