ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - „ნიურნბერგი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ისევ დამარცხდა – მიროსლავ კლოზეს გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „მიუნსტერს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს – 32-ე წუთზე ანგარიში ბატისტა მაიერმა გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე მისი გადაცემით „მიუნსტერის“ უპირატესობა შულცმა გაზარდა. მართალია, ქართველის გუნდმა 74-ე წუთზე ლუბახის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, 90+4-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და, „ნიურნბერგის“ წაგების მიუხედავად, საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა – 6.9 ქულა.
„ნიურნბერგს“ ჯერ ქულა არ აქვს – კლოზეს გუნდი სამივე შეხვედრაში დამარცხდა და სამი ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა.