ლოჩოშვილმა შეკრებაზე „შახტარს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ლოჩოშვილმა შეკრებაზე „შახტარს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა ლოჩიოშვილი და „ვოლფსბერგერი“ სეზონის განახლებისთვის თურქეთის ქალაქ ბელექში ემზადებიან – ავსტრიულმა გუნდმა დონეცკის „შახტართან“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 22 წლის ქართველმა მცველმა პირველ ტაიმში ჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ხოლო 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა – საქართველოს ნაკრების მცველმა კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად უკრაინული გუნდის კარი აიღო.

 

ვოლფსბერგერი“ უპირატესობას 77-ე წუთამდე ინარჩუნებდა და ახლოს იყო მოგებასთან. მაგრამ დონეცკელებმა ამის შემდეგ ავსტრიელებს მთელი ძალებით შეუტიეს, დარჩენილ მცირე დროში 4 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ – 4:1 უკრაინელთა სასარგებლოდ.

ავსტრიული გუნდი თურქულ შეკრებაზე ხუთშაბათს ბოლო ამხანაგური შეხვედრას გამართავს – „ვოლფსბერგერი“ 27 იანვარს ბელეკში პრაღის „ბოჰემიანსს“ შეხვდება.

გუნდი სეზონს 2 თებერვალს ავსტრიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრით განაახლებს, სადაც გუნდი რანგით მეორე ლიგის „ფლორისდორფერს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.