ლოჩოშვილმა „სასუოლოსთან“ 90 წუთი ითამაშა - ქართველის გუნდს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გულშემატკივრობდა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა „სასუოლოსთან“ 90 წუთი ითამაშა - ქართველის გუნდს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გულშემატკივრობდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში მატჩი ჩაატარა – ქართველის გუნდი „კრემონეზე“ „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა 0:0.

ლოჩოშვილი იტალიის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნებულ „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ დამაჯერებლი თამაში ჩაატარა. წინა ორ შეხვედრაში ქართველ მცველი შეცვალეს, ამჟამად კი 90 წუთი სრულად ითამაშა.

„კრემონეზემ“ პირველი ოთხი შეხვედრა წააგო და მისთვის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასიმილიანო ალვინის გუნდმა „სასუოლოსთან“ შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

შეხვედრას იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ჯან-ლუკა ვიალი ესწრებოდა და „კრემონეზეს“ გულშემატკივრობდა – იტალიის ნაკრების, „სამპრდორიას“, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა 1980-84 წლებში კარიერა სწორედ „კრემონეზეში“ დაიწყო.

„კრემონეზესთვის“ ამ ქულას ფსიქოლოგიური კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 5 ტურის შემდეგ ქულით გუნდი მე-19 ადგილზეა და მხოლოდ „მონცას“ უსწრებს, რომელიც ისევ უქულოდაა.

24 წლის ქართველმა მცველმა „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში მესამედ ითამაშა და ფაქტია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი ლოჩოშვილს ენდობა.