ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა - ქართველის გუნდი ლიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც სერია B-ს ლიდერს, „სასუოლოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„სასუოლომ“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ფლავიო რუსომ დააგვირგვინა. ხოლო მე-40 წუთზე გათამაშებული კუთხურის შემდეგ „სასუელოს“ უპირატესობა ტარიკ მუჰარემოვიჩმა გაზარდა და ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სალერნიტანამ“ სხვაობა შეამცირა და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ – 47-ე წუთზე სტუმართა კარი ალბერტო ჩერიმ აიღო, თუმცა სალერნოელებმა მეტი ბურთის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
21 ტურის შემდეგ „სალერნიტანა“ 18 ქულით მე-18 პოზიციაზეა და სერია B-დან გავარდნის საფრთხის წინაშეა.