ლოჩოშვილმა იტალიაში უშეცდომოდ ითამაშა – ქართველები სლოვაკეთში ლიდერობენ #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კრემონეზეში“, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურში „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ძირითად შემადგენლობაში დაყენა და დავალებებს უშეცდომოდ უმკლავდებოდა 85-ე წუთამდე – ბოლო წუთებზე კი ალვინიმ ლოჩოშვილი შეცვალა. „კრემონეზე“ 12 ტურის შემდეგ, 5 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ტურის მატჩი მოიგი ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ლიპტოვსკი მიკულაში“ 1:0 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისმა კონფერენს ლიგაზე „პიუნიკთან“ მატჩის შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები დაასვენა, მათ შორის – ქართველები.
გურამ კაშია განაცხადში იყო და არ უთამაშია, ჯაბა კანკავა კი განაცხადში არ იყო, მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. აუტსაიდერ „ლიპტოვსკისთან“ გამარჯვებით „სლოვანმა“ 15 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა დაპირველ ადგილზეა, მეორე ადგილოსანს, ტრნავას „სპარტაკს“ კი 7 ქულით ასწრებს.