ლოჩოშვილმა ძირითადიდან დაიწყო - „მილანმა“„ვოლფსბერგერი“ იოლად დაამარცხა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა ძირითადიდან დაიწყო - „მილანმა“„ვოლფსბერგერი“ იოლად დაამარცხა #1TVSPORT

წინასასეზონო შეკრებაზე დღეს იტალიური გრანდი, „მილანი“ ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში შეხვდა „ვოლფსბერგერს“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ამხანაგურ მატჩში იტალიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველი ტაიმი რაფაელ ლეაოს (39) და ანტე რებიჩის (42) გოლებით 2:0 მოიგეს.

„მილანმა“ მეორე ტაიმში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა და „ვოლფსბერგერის“ კარი კიდევ სამჯერ აიღო – თავი გამოიჩინეს ჯუნიორ მესიასმა (57), იაჩინ ადლიმ (60) და მატეო გაბიამ (66) – იტალიელებმა 5:0 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb-ის ინფორმაციით, ამ მატჩზე ლუკა ლოჩოშვილზე დასაკვირვებლად იტალიის სერია A-ს ოთხი კლუბის („ჰელას ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“, „უდინეზე“) წარმომადგენლები უნდა ჩასულიყვნენ.