ლოჩოშვილმა ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზემ“ იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის დაპირისპირება გასვლაზე „ბოლონიასთან“ 1:1 დაასრულა, მაგრამ ქართველი მცველი გუნდის განაცხადში არ იყო. ეს უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა. ლოჩოშვილი სამატჩო განაცხადში 18 იანვარს იტალიის თასზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ სენსაციურად მოგებულ მატჩშიც არ იყო.

გაჩნდა ვარაუდი, რომ „კრემონეზეს“ ახალ მთავარ მწვრთნელს, დავიდე ბალარდინის ქართველი მცველისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, რეალურად, ლოჩოშვილის უთამაშებლობის მიზეზი მცირე ტრავმა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Sportgrigiorosso-მ გაავრცელა.

„დავიდე ბალარდინის „ბოლონიასთან“ ვერ ეხმარებოდა თავდამსხმელი სირილ დესერსი, რომელიც „მონცასთან“ დაშავდა. ასევე პრობლემა შეექმნა მცველ ლუკა ლოჩოშვილს“, – წერს გამოცემა.

კრემონეზემ“ ბოლო შეხვედრაში მოპოვებული ქულით ვერაფერი შეცვალა. გუნდმა 8 ქულით სერია A-ში პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ინტერი“ კი შინ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა, 37 ქულით დარჩა და კონკურენტთან, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ (50 ქულა) სხვაობა ვერ შეამცირა.