ლოჩოშვილის უიღბლო მატჩი - „კრემონეზე“ „ლაციოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის უიღბლო მატჩი - „კრემონეზე“ „ლაციოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისთვის უიღბლო გამოდგა იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა – ქართველი მცველის გუნდი „კრემონეზე“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა, ლუკა კი პირველივე ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

კრემონაში გამართულ შეხვედრაში რომაელებმა ანგარიში მე-7 წუთზე ჩირო იმობილეს გოლით გახსნეს, რომელმაც სერგეი მილიკოვიჩ-სავიჩის შესანიშნავი გადაცემით ისარგებლა. 21-ე წუთზე „ლაციომ“ უპირატესობა გაზარდა. იმობილეს დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ლოჩოშვილს მოხვდა და ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც იმობილემ გოლად აქცია.

45+2-ე წუთზე „ლაციომ“ მესამე გოლის გატანაც მოახერხა. მილინკოვიჩ-სავიჩმა დამატებაზე ლოჩოშვილს დაასწრო და „კრემონეზეს“ მდგომარეობა უიმედოდ დაამძიმა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველი მცველი შეცვალეს, რომაელებმა კი 79-ე წუთზე მეოთხე გოლიც გაიტანეს.

საბოლოოდ, „ლაციომ“ 4:0 მოიგო და ლიდერთა ჯგუფს დაეწია, „კრემონეზე“ კი ისევ 2 ქულით დარჩა და მე-18 პოზიციაზეა.