ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ თამაში შემოატრიალა - კვერნაძის „ფროზინონემ“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში მნიშვნელოვანი მატჩი გამართა ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“, რომელმაც „რეჯანას“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა მხოლოდ ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოიგო – 2:1.
„რეჯანა“ 51-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. ამის მიუხეავად, 62-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მატჩის გმირი კი „სალერნიტანას“ ფეხბურთელი ალბერტო ჩერი გახდა, რომელმაც 76-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+10-ე წუთზე პენალტი გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ქართველი მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 7.1 ქულა მიიღო.
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „მოდენასთან“ 27-ე წუთზე 10 მოთამაშით დარჩა და 0:1-ს აგებდა. მაგრამ 55-ე წუთზე ებრიმა დარბომ წონასწორობა აღადგინა და ქულა გადაარჩინა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
22 ტურის შემდეგ „სალერნიტანა“ 21 ქულით მე-17 ადგილზე დაწინაურდა და „ფროზინონეს“ (21 ქულა, მე-18 ადგილი) ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის.