ლოჩოშვილის პირველი საგოლე გადაცემა იტალიაში - „კრემონეზე“ „სპეციას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლოჩოშვილის პირველი საგოლე გადაცემა იტალიაში - „კრემონეზე“ „სპეციას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში პირველი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მაგრამ მოგებაში მაინც ვერ დაეხმარა „კრემონეზეს“, რომელმაც გასვლაზე „სპეციასთან“ მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა.

ლუკა ლოჩოშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და უკვე მეორე წუთზე „სპეციასთან“ კარში გატანილი გოლი მისი დამსახურება იყო. შეტევაში ჩართულმა ქართველმა ბურთი ორ მცველს შორის გააძვრინა, რომელსაც კარის ხაზთან მყოფმა სირილ კესერმა დაამატა. თუმცა, „სპეციამ“ მე-19 წუთზე მბალა ნძოლას გოლით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 22-ე წუთზე ემილ ჰოლმის გოლით დაწინაურდა.

43-ე წუთზე ლოჩოშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო შეტევაში და შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. სტუმრებმა ჩარლ პიკელის დარტყმით 52-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინეს.

78-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილი შეცვალეს, რადგან ორთაბრძოლისას თავი დაიზიანა. მატჩი კი 2:2 დასრულდა და „კრემონეზე“ 10 ტურის შემდეგ 4 ქულით სერია „ა“-ში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. გუნდს დღემდე ჩემპიონატში არ მოუგია.