ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სეზონზე პირველად მოიგო - მოურინიო სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს #1TVSPORT
ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სეზონზე პირველად მოიგო - მოურინიო სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზე“ იტალიის ჩემპიონატში „რომას“ დაუპირისპირდა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

ქართველი მცველი, რომელიც ფიფა-მ ფეარპლეის პრიზით დააჯილდოვა, სერია A-ს 24-ე ტურის ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშს სათადარიგოებიდან ადევნებდა თვალს.

შეხვედრა „კრემონეზემ“ კარგად დაიწყო და ფრენკ ცაჯუტიმ გატანილი გოლით (მე-17 წუთზე) უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, მსაჯმა „რომას“ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს წითელი ბარათი აჩვენა და სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ (71-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 82-ე წუთზე „კრემონეზემ“ უპირატესობა ისევ მოიპოვა – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი დანიელ ჩოფანიმ გამოიყენა და „კრემონეზეს“ სეზონზე პირველი გამარჯვება მოუტანა – 2:1.

24 ტურის შემდეგ „კრემონეზემ“ 12 ქულა დააგროვა, „სამპდორიას“ (11) გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია, ხოლო ჩემპიონატს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ (65 ქულა) ლიდერობს.