ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ მოიგო და სერია A-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ მოიგო და სერია A-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ იტალიის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტს, „სპეციას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი კრემონელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მეექვსე წუთზე ლოჩოშვილი შეჯახების შემდეგ დაშავდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. ის მოედანზე დარჩა და თამაში გააგრძელა.

„კრემონეზე“ მატჩში 41-ე წუთზე დაწინაურდა. ბურთი დანიელ ჩიოფანის მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა და კრემონელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

მეორე ნახევრის ბოლოს მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. 77-ე წუთზე პაბლო გალდამესის გადაცემის შემდეგ იოჰან ვასკესმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„კრემონეზემ“ 34 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა. ქართველის გუნდმა „სპეციასთან“ (27 ქულა, მე-17 ადგილი) და „ვერონასთან“ (27 ქულა, მე-18 ადგილი) ჩამორჩენა შეამცირა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სერია A-ში დარჩენის შანსი გაუჩნდა.