ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა - გუნდს ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი დარჩა #1TVSPORT
ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა - გუნდს ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი დარჩა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსს“ ესტუმრა და მტკივნეული მარცხი იწვნია – 2:0.

საქართველოს ნაკრების მცველი კრემონელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელსაც მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.

ტურინელებმა თამაში დამაჯერებლად ჩაატარეს, მაგრამ „კრემონეზეს“ კარი მხოლოდ მეორე ტაიმში აიღეს – 55-ე წუთზე ანგარიში ფაჯოლიმ გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე ბრემერმა დააფიქსირა.

35 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 24 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და, ფაქტობრივად, სერია A-ში დარჩენის რეალური შანსი აღარ დარჩა.

ქართველი მცველის გუნდი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უკვე რვა ქულით ჩამორჩება „ლეჩეს“ (მე-16 ადგილი, 32 ქულა), ხოლო 6-6 ქულით – „სპეციას“ (მე-17 ადგილი, 30 ქულა) და „ვერონას“ (მე-18 ადგილი, 30 ქულა).