ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზე“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ფიორენტინას“ საკუთარ სტადიონზე დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ფლორენციელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. მე-20 წუთზე ფლანგიდან კრიშტიანო ბირაგის მიერ ჩაწოდებული ბურთი „ფიორენტინას“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, არტურ კაბრალიმ მასპინძლების კარში ზუსტი თავური დარტყმით გააგზავნა – 0:1.

კრემონეზეს“ მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. „ფიორენტინამ“ 75-ე წუთზე კონტრშეტევისას პენალტი მოიპოვა, ხოლო მასპინძლების მოთამაშე ემანუელ აივუ მოედნიდან გააძევეს, თერთმეტმეტრიანი კი ნიკოლას გონსალესმა უნაკლოდ შეასრულა.

ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ შემადგენლობაში 76-ე წუთზე გამოჩნდა და 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის თასის ამ ეტაპზე ითამაშა. მანამდე ეს 2004 წელს კახა კალაძემ შეძლო, რომლის „მილანიც“ „ლაციომ“ დაამარცხა (1:2, 0:4).

„ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ საპასუხო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.