ლოჩოშვილის გარეშე - „კრემონეზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის გარეშე - „კრემონეზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზე“ იტალის ჩემპიონატში „უდინეზეს“ დაუპირისპირდა, 3:0 დამარცხდა და ლიგაში დარჩენის ერთ-ერთი ბოლო შანსი გაანიავა.

სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა „კრემონეზემ“ გასვლაზე ჩაატარა – ამჯერად ქართველი მცველი მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს მატჩს, რომლის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყდა.

„უდინეზემ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და „კრემონეზეს“ სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა. მე-2 წუთზე ანგარიში ეფექტური დარტყმით სამარჯიჩმა გახსნა, 27-ე წუთზე მისი გადაცემით თავი პერესმა გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში 36-ე წუთზე საქსესმა დააფიქსირა.

31-ე ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 19 ქულით მე-19 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.