ლოჩოშვილის გარეშე - „კრემონეზე“ „ფიორენტინასთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის გარეშე - „კრემონეზე“ „ფიორენტინასთან“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT

იტალიის სეტრია A-ს პირველ ტურში ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზე“ გასვლაზე „ფიორენტინას“ ესტუმრა და კაცნაკლულმა მატჩი ბოლო წამებზე დათმო.

ლოჩოშვილი მასპინძელთა განაცხადში ჯერ არ იყო და სავარაუდოდ, ეს შემდეგი ტურისთვსი მოხერხდება. მასპინძლები მე-16 წუთზე ბონავენტურამ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში ელიტაში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულმა „კრემონეზემ“ წონასწორობა ოკერეკეს გოლით აღადგინა.

მაგრამ „ფიორენტინამ“ უპირატესობა მალე მეორედ მოიპოვა – მასპინძლები 34-ე წუთზე იოვიჩმა დააწინაურა. ამას „კრემონეზესთვის“ უსიამოვნო ამბავი დაემატა – მსაჯმა 44-ე წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა ესკალანტე და სტუმრებმა მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარეს.

კაცნაკლულმა „კრემონეზემ“ ბოლომდე იბრძოლა და 68-ე წუთზე წონასწორობა მეორედ აღადგინა. მასპინძელთა კარი ბიანჩეტიმ აიღო. მაგრამ ამ დრამატული მატჩის ბოლო 90+5-ე წუთზე მანდრაგორამ სტუმრებს მესამეც გაუტანა და „ფიორენტინამ“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“, ისინი სერია A-ში პირველ მატჩს ხვალ გამართავენ და „ვერონას“ დაუპირისპირდებიან.