ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერს“ დაემშვიდობა - ეს ორი წელი ყველაზე ღირებული გამოცდილების შეძენაში დამეხმარა #1TVSPORT
ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერს“ დაემშვიდობა - ეს ორი წელი ყველაზე ღირებული გამოცდილების შეძენაში დამეხმარა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც „ვოლფსბერგერიდან“ იტალიის სერია A-სკრემონეზეში“ ჩაირიცხა, ავსტრიულ კლუბს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.

„მადლობა განსაკუთრებული 2 წლისთვის, რომელიც დამეხმარა ყველაზე ღირებული გამოცდილების შეძენაში. დიდი მადლობა ყველა მწვრთნელს, გუნდის პერსონალს და თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მქონდა შესაძლებლობა გავზრდილიყავი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. არასოდეს დამავიწყდება ის ემოციები, რომელიც ჩვენ ერთად განვიცადეთ და ის შესაძლებლობები, რაც თქვენ მე მომეცით. „ვოლფსბერგერს“ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს კარიერაში და ჩემს გულში – მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ლუკა ლოჩოშვილი.

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ზაფხულის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ლიგის, იტალიის სერია A-ს კლუბში ჩაირიცხა.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალიტრანსფერმარკტი“ ამტკიცებს, რომ „ვოლფსბერგერი“ ამ გარიგებით იტალიური კლუბისგან 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.