ლოჩოშვილი ტრავმის შემდეგ ძირითადში არ არის - ქართველი „კრემონეზეს“ განაცხადშია #1TVSPORT
ლოჩოშვილი ტრავმის შემდეგ ძირითადში არ არის - ქართველი „კრემონეზეს“ განაცხადშია #1TVSPORT

წინასწარი ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა – ლუკა ლოჩოშვილიტორინოსთან“ „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში არაა, მაგრამ გუნდის სამატჩო განაცხადში მაინც მოხვდა.

პარასკევს „კრემონეზეს“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ს მატჩს „ტორინოსთან“ გამოტოვებდა. მან არ დამალა, რომ „ტორინოსთან“ ქართველი მცველის თამაში მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„ახლა ქულები გვჭირდება. ორი შესანიშნავი თამაშის შემდეგ, „რომასთან“ და „ფიორენტინასთან“, „კრემონეზეს“ სერია A-ს პირველ საშინაო მატჩში „ტორინოს“ წინააღმდეგ მოგება ესაჭიროება. მაგრამ დაცვაში გაურკვევლობაა, რადგან „რომასთან“ შეხვედრისას თავში დარტყმის გამო ლოჩოშვილის თამაში დიდ ეჭვს იწვევს“, – განაცხადა მასიმილიანო ალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის დებიუტი სერია A-ს მეორე ტურში ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ გასვლით მატჩში შედგა.