ლოჩოშვილი სერია A-ში გადასული მეორე ქართველია - „კრემონეზემ“ „ვოლფსბერგერს“ 1,6 მილიონი ევრო გადაუხადა #1TVSPORT
ლოჩოშვილი სერია A-ში გადასული მეორე ქართველია - „კრემონეზემ“ „ვოლფსბერგერს“ 1,6 მილიონი ევრო გადაუხადა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი მეორე ქართელი ფეხბურთელია, რომელიც ზაფხულში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიგის, იტალიის სერია A-ს კლუბში ჩაირიცხა – გავრცელებული ხმები ოფიციალურად „კრემონეზეს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.

კრემონეზე“ აცხადებს, რომ „ვოლფსბერგერიდან“ ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო უფლება საბოლოოდ მოიპოვა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

კრემონეზეს“ ცნობაში არაფერია მითითებული საქართველოს ნაკრების მცველის კონტრაქტის ვადაზე და არც იმაზე, ავსტრიულ გუნდს რა თანხა გადაუხადეს. მაგრამ გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალიტრანსფერმარკტი“ ამტკიცებს, რომ „ვოლფსბერგერი“ ამ გარიგებით 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გაიზარდა. კარიერის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა ასევე მოირგო კიევის „დინამოსა“ და სლოვაკეთის „ჟილინას“ მაისურები, მერე კი ავსტრიაში, „ვოლფსბერგერში“ გადავიდა, სადაც 69 მატჩი ჩაატარა (8 ევროპის ლიგაზე). 24 წლის ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრების წევრია და მისი ფორმით 2 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია ჩაირიცხა. ბოლოს ორი ქართველი ევროპის ტოპ-5 ლიგაში შემავალ სერია A-ში 2012 წელს ირიცხებოდა, როდესაც კახა კალაძე „ჯენოაში“ თამაშობდა, ხოლო ლევან მჭედლიძე – „ემპოლიში“.