ლოჩოშვილი საუკეთესო იყო - გოჩოლეიშვილი ჰამბურგის დერბიში გააძევეს #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საუკეთესო თამაში ჩაატარა ლუკა ლოჩოშვილმა – ქართველი მცველის „ნიურნბერგი“ „პადერბორნს“ დაუზავდა – 0:0 და ახალ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. ლუკა ლოჩოშვილმა 7.8 ქულა მიიღო, რაც „ნიურნბერგში“ საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტური უიღბლო გამოდგა გიორგი გოჩოლეიშვილისთვის – „ჰამბურგმა“ „სანკტ პაულს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. 48-ე წუთზე მისი გადაცემით ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა და გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემაც გაუქმდა. გიორგიმ 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა.