ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა - „კრემონეზემ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა - „კრემონეზემ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT

„სქაი სპორტ იტალიის“ პროგნოზი არ გამართლდა – ლუკა ლოჩოშვილმაკრემონეზეს“ ფორმით „ტორინოსთან“ ითამაშა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მატჩი კი 2:2 დასრულდა.

ლუკა ლოჩოშვილი ტრავმირებული იყო და ამის გამო საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 6 მატჩი გამოტოვა, 4 – სერია A-ში, ხოლო 2 – იტალიის თასზე. ახლა მომჯობინდა და ტურინელებთან სამატჩო განაცხადში დაბრუნდა, მოედანზე კი 86-ე წუთზე გამოჩნდა.

კრემონეზე“ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია. მათთვის ეს მატჩიც ცუდად დაიწყო – 41-ე წუთზე ანტონიო სანაბრიამ ზუსტად შესრულებული პენალტით „ტორინო“ დააწინაურა.

54-ე წუთზე ფრენკ ცაჯუტიმ სადებიუტო გოლით წონასწორობა აღადგინა და კრემონელებს მატჩის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა. 74-ე წუთზე ვალერიმ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ხუთ წუთში სინგომ წონასწორობა მეორედ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

კრემონეზე“ სერია A-ში გამართული 23-ე ტურის შემდეგ 9 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა და სეზონის ბოლომდე დარჩენილ 15 ტურში დიდი მონდომება დასჭირდება, ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.