ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა -„კრემონეზე“ „ინტერთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილი მოედანს დაუბრუნდა -„კრემონეზე“ „ინტერთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა „კრემონეზეს” ძირითად შემადგენლობას, რომელიც სერია „ა“-ს მე-4 ტურში „სან სიროზე“ „ინტერს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.

24 წლის ქართველმა მცველმა წინა ტურის მატჩი „ტორინოსთან” მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სწრაფად მომჯობინდა და „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო რთული გამოცდა ლოჩოშვილისთვის, რადგან „ინტერი“ ზოგადად ჩემპიონატის ფავორიტია და „კრემონეზესთანაც“ უპირატესობას ფლობდა.

„ინტერმა“ სწრაფად მოახერხა დაწინაურება. მე-12 წუთზე მილანელებოს კონტრშეტევა ხოაკინ კორეამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. 38-ე წუთზე მილანელების უპირატესობა ნიკოლო ბარელამ ეფექტური დარტყმით გაზარდა და ტაიმი „ინტერმა“ 2:0 მოიგო.

43-ე წუთზე მილანელთა ბოსნიელმა თავადმსხმელმა ედინ ჯეკომ ლუკას ხელი მოარტყა, წარბი გაუხეთქა და ქართველ მცველს ექიმის დახმარება დასჭირდა. საბედნიეროდ, შესვენებაზე ლოჩოშვილის პრობლემები მოგვარდა და მოედანს თავშეხვეული დაუბრუნდა.

თუმცა, 67-ე წუთზე „კრემონეზეს“ მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, შეტევის გაძლიერება გადაწყვიტა და მესამე ცენტრალური მცველი ლოჩოშვილი მოხსნა, მაგრამ „ინტერმა“ მესამე გოლიც გაიტანა, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.

90-ე წუთზე „კრემონეზეს“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა დევიდ ოკერეკემ პრესტიჟის გოლით სხვაობა შეამცირა, მილანელებმა 3:1 მოიგეს და 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მესამე პოზიციაზე დაწიანურდნენ, ლოჩოშვილის გუნდი კი კვლავ უქულოდ დარჩა და მე-19 ადგილზეა.