ლოჩოშვილი კვლავ ძირითადში იყო - „კრემონეზემ“ „ლეჩესთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT
ლოჩოშვილი კვლავ ძირითადში იყო - „კრემონეზემ“ „ლეჩესთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებიდან იტალიაში დაბრუნებულმა ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-შიკრემომონეზეს“ ფორმა მე-8 ტურშიც მოირგო და საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა „ლეჩესთან“ გასვლით მატჩში ვერ მოიგო.

საქართველოს ნაკრების მცველი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში და შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ საიმედოდ ითამაშა და შეცდომა არ დაუშვია.

ანგარიში „კრემონეზემ“ გახსნა. მეტოქის კარი მე-19 წუთზე პენალტით დანიელ ჩოფანიმ აიღო. წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლოს გაბრიელ სტრეფეზამ აღადგინა.

ელიტარულ ლიგაში დაბრუნებულმა „კრემონეზემ“ ყველა მეტოქესთან იბრძოლა, მაგრამ მოგებას ვერ ახერხებს. 8 ტურის შემდეგ გუნდმა ჯერ თამაში ვერ მოიგო, 5 მატჩი წააგო და მხოლოდ 3 ქულით სერია A-ში ბოლოდან მეორე (მე-19) პოზიციაზეა.

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში მე-6 მატჩი ჩაატარა და საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღო – whoscored-მა ლუკას თამაში 6,5 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მა 6,6 ქულა დაუწერა.