ლოჩოშვილი ევროპალიგის საუკეთესოებშია - ქართველი ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა
ლოჩოშვილი ევროპალიგის საუკეთესოებშია - ქართველი ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ლუკა ლოჩოშვილი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საუკეთესო 23-წლამდელ მოთამაშეთა შორის მოხვდა, – ინფორმაციის ინსტაგრამზე საფეხბურთო ანალიტიკის გვერდი footnewtalents აქვეყნებს.

ვებგვერდის სტატისტიკაზე დაყრდნობით და სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მონაცემების მქონე 23-წლამდელი მოთამაშეების სია გამოქვეყნდა.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ცენტრალური მცველი ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველი მცველმა ყველაზე მეტი ჩაჭრა და ყველაზე მეტი ართმევა განახორციელა.

საუკეთესო მონაცემები შემდეგ მოთამაშეებს აღმოაჩნდათ:

ყველაზე მეტი გოლი

იუსუფ იაზიჩი, „ლილი“ ექვსი გოლი

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა

ვენდერსონ გალენო, „ბრაგა“ ოთხი პასი

ყველაზე მეტი დრიბლინგი

ჩიდერა ეჯუკე, ცსკა – 32

ყველაზე საკვანძო გადაცემა

იუსუფ იაზიჩი, „ლილი“ – 22

ნიკოლა ვლაშიჩი, ცსკა – 22

ყველაზე მეტი ჩაჭრა

ლუკა ლოჩოშვილი, „ვოლფსბერგერი“ – 19

ყველაზე მეტი ართმევა

ლუკა ლოჩოშვილი, „ვოლფსბერგერი“ – 40