ლოჩოშვილი დაშავდა - „კრემონეზემ“ მოიგო და ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ლოჩოშვილი დაშავდა - „კრემონეზემ“ მოიგო და ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში „კრემონეზეს“ შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და, სამწუხაროდ, მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, მისმა გუნდმა კი „ემპოლისთან“ მოიგო – 1:0.

სერია A-ს 30-ე ტურის დაპირისპირებას „კრემონეზემ“ საკუთარ მოედნზე უმასპინძლა და სწრაფად დაწინაურდა: მე-4 წუთზე „ემპოლის“ სირილ დესერსმა გაუტანა და ქართველის გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა – 1:0.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, ლოჩოშვილი შესასცვლელი რომ გახდა. 52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველი დაშავდა, წამოდგომა გაუჭირდა და მოედანი კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

შესვენების შემდეგ საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და „კრემონეზემ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო – 1:0.

30 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 19 ქულით მე-19 ადგილზეა და ბოლოადგილოსან „სამპდორიასთან“ (15) სხვაობა გაზარდა, ხოლო „სპეციასთან“ (მე-17 ადგილი, 26 ქულა) და გავარდნის ზონაში მყოფ „ვერონასთან“ (მე-18 ადგილი, 22 ქულა) ჩამორჩენა შეამცირა. ქართველის გუნდი სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე სერია A-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.