ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო სპორტული პორტალმა, „სოპა სქორმა“ შეადგინა.

საქართველოს ნაკრების და „ვოლფსბერგერის“ 23 წლის მცველმა ავსტრიის ბუნდესლიგაში „ადმირასთან“ გასვლით მატჩი (რომელიც მისმა გუნდმა 0:1 მოიგო) შეუცვლელად ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ანალიტიკურმა ვებგვერდმა, „სოპა სქორმა“ ქართველ მცველს ძალიან მაღალი შეფასება, 8:0 ქულა დაუწერა. ეს მატჩის მონაწილეთა შორის მეორე შეფასებაა გოლის ავტორის, ლენდლის შემდეგ, რომელსაც გადამწყვეტი ბურთის გატანა 8,5 ქულით დაუფასეს.

საბოლოოდ, ქართველი მცველის შეფასება დააკორექტირეს და 7,8 ქულა დაუწერეს, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა, რომ ლუკა ლოჩოშვილი მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში დაესახელებინათ. 3-4-3 სათამაშო სქემით შედგენილ გუნდში ქართველი მცველი დაცვის ცენტრში დააყენეს.

ვოლფსბერგერის“ ქართველმა მცველმა ავსტრიის ბუნდესლიგის 16 მატჩიდან 14-ში ითამაშა, საიდანაც 13-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. ლოჩოშვილს ბოლო დროს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებშიც სისტემატურად იწვევს და ეროვნული გუნდის ფორმა ორჯერ მოირგო.

დატოვე კომენტარი