ლოჩოშვილი „აუსტრიასთან“ დაშავდა - წინასწარი დიაგნოზით ლუკა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ლოჩოშვილი „აუსტრიასთან“ დაშავდა - წინასწარი დიაგნოზით ლუკა რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილი ვენის „აუსტრიას“ წინააღმდეგ შეხვედრაში კვლავ „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ უკვე მე-6 წუთზე მწვრთნელი იძულებული გახდა ქართველი ფეხბურთელი შეეცავალათ – მიზეზი ტრავმაა.

აუსტრიასთან“ ბოლო დუელში „ვოლფსბერგერის“ ქართველი მცველი მატჩის გმირი გახდა – ვენის გუნდის მოთამაშე ჯორჯ ტეიგლი შეჯახების შემდეგ მოედანზე უგონოდ რომ დაეცა, ლუკა ლოჩოშვილი სწრაფად დაეხმარა და გადაარჩინა.

ლოჩოშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ავსტრიასთან“ მცველ მარვინ მარტინსთან შეჯახების შემდეგ თავად დაშავდა – ექიმები მოედანზე გავიდნენ და მარტინსი ფეხზე წამოაყენეს, ლოჩოშვილი კი თავს კარგად ვერ გრძნობდა და მოედანი საკაცით დატოვა.

„დიაგნოზი უკვე ცნობილია: ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა ნიშნავს, რომ ლოჩოშვილი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს“, – წერს გამოცემა kleinezeitung.

„ჩვენს წინა შეხვედრაში ბოლო დროს თქვენ სწრაფად დაეხმარეთ ჩვენს მოთამაშეს. სამწუხაროდ დღეს თავად დაშავდი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ლუკა!“, – ასეთი პოსტით გამოეხმაურა „ავსტრიას“ „ტვიტერის“ გვერდი ამ ეპიზოდს.